"ჩვენი პრობლემა არის კლანური მენტალობა!" - ჩიორა თაქთაქიშვილი ქართული ნეპოტიზმის ფენომენზე

"ჩვენი პრობლემა არის კლანური მენტალობა!" - ჩიორა თაქთაქიშვილი ქართული ნეპოტიზმის ფენომენზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველების კლანური მენტალობის შესახებ წერს.

"ბოლო დროს ხშირად მხვდება პოსტები თანასოფლელებზე, მათ დასაქმებაზე, ქალაქის სოფლად გადაქცევაზე და თითქოს მოდაშია ამ კონტექსტში ხელისუფლების კრიტიკა.

და ვაკელი რომ ყოფილიყო და ვაკელი ცოლის დაქალები დაესაქმებინა, კაი ტიპი იქნებოდა ამ ლოგიკით, თუ რა?! ან ქვეყანა რომ ივანიშვილმა ვაკე-ვერად გადააქციოს, ეს ქვეყნის ჭორვილად გადაქცევაზე რამეთი უკეთესი იქნება?!

ფაქტია, რომ ჩვენი პრობლემა არის კლანური მენტალობა! და რადიო 105-ის არ იყოს, ამ მხრივ "ქალაქი სოფელი, ორივე ერთია"!

თუ არ გამოვედით კლანურობიდან, სადაც დასაქმებისას ადამიანის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი პირადი ნდობა და ახლობლებისთვის ხელის გამართვის სურვილია, და არა საქმის კეთების უნარი, თუ არ დავაფასეთ ადამიანები იმისთვის, რაც ისწავლეს, რაც გააკეთეს და რისი გაკეთების ამბიციაც აქვთ მომავალში, მიუხედავად იმისა, სად, ვის ოჯახში დაიბადნენ, ვაკეში თუ სოფელში, არაფერი გამოვა!!!", - წერს თაქთაქიშვილი.

იხილეთ ასევე: რადგან კახის ცოლის დეიდაშვილია, მუშაობის უფლება არ აქვს? - ნანუკა ჟორჟოლიანი ნეპოტიზმზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს