ოთო ფოლადაშვილი პაემნებისთვის მხოლოდ ღამით იცლის - ''13 წლის ასაკში საცოლე მყავდა...''

ოთო ფოლადაშვილი პაემნებისთვის მხოლოდ ღამით იცლის - ''13 წლის ასაკში საცოლე მყავდა...''

ოთო ფოლადაშვილმა სახელი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობით გაითქვა. მისი ყველა ბიჭს შურს, რადგან სხვადასხვა სეზონზე სულ ცნობილ გოგონებს უწევს პარტნიორობას - ნუკი კოშკელიშვილს, რუსკა მაყაშვილს, იულია ქავთარაძეს, ნინი ნებიერიძეს, და ბოლოს მისი მეწყვილე ნინი ბადურაშვილი იყო. ეს უკანასკნელი ოთოს ახალი გადაცემა ''რეიტინგის'' პირველ სიაშიც მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო. ოთომ ტელეწამყვანის ამპლუა ''მარაო რუსთავი 2''-ზე მოირგო, მანამდე მეტყველების გაკვეთილებზე სიარულიც დაიწყო და მოკლედ, ყოველმხრივ მოემზადა, სანამ ამ თავისთვის საოცნებო საქმეს შეუდგებოდა. სხვათა შორის, კიდევ ერთი პროფესია ეოცნებება - მსახიობობა და უკვე გადაუღიათ კიდევაც მოკლემეტრაჟიან ფილმში.

- ოთო, ინტერვიუს დაწყებამდე შენს მეგობარს ტელეფონზე ასე უპასუხე: ''ქალაქის მერი გისმენთ''. ახლა არ მითხრა, რომ ამის ამბიციაც გაქვს.

- (იცინის) არაა!.. ქალაქის მერობის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ამბიციური ვარ ჩემს საქმეში, ცეკვაში.

- ტელეწამყვანობის ამბიცია ხომ გაქვს. როგორ მოირგე ეს ამპლუა? სახელი კი ჩვენი ჟურნალის დაგირქმევია.

- თქვენ ხართ აქ ყველაზე მთავარი და მთავარი. ძალიან მაგარია. სულ მინდოდა, წამყვანი ვყოფილიყავი და ფილმებშიც მეთამაშა. ნელ-ნელა ოცნებები მიხდება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაია ასათიანს, პროდიუსერ ნიკა ხაჩიძეს ამ შესაძლებლობისთვის, ''მარაოს'' მთელ შემადგენლობას და მინდა აღვნიშნო, რომ დიდი სიამოვნებაა მათთან ერთად მუშაობა, მათ გვერდით ყოფნა. ხელს მიწყობენ და არაფერში მზღუდავენ. რაც შემიძლია, იქიდან მაქსიმუმს აკეთებენ. მეც ძალიან მონდომებული ვარ და მინდა, იმედები არ გავუცრუო.

- რა სირთულეები შეგხვდა ტელეწამყვანობისას?

- საერთოდ, არანაირი სირთულე არ ყოფილა ერთადერთის გარდა - მეტყველებასთან დაკავშირებით. წამყვანს სულ სხვანაირი მეტყველება სჭირდება. რომ დავიწყე გაკვეთილებზე სიარული ქალბატონ მანანა ითონიშვილთან, მითხრა, რომ პირის აპარატი გაზარმაცებული მქონდა. ამაზე დავიწყეთ მუშაობა და ახლაც ვმუშაობთ. ჩემებურად აღარ უნდა ვილაპარაკო. როგორც ცეკვისას ამუშავებ ფეხის ტერფს, ისე ვავარჯიშებ ენას, ხახას, პირის აპარატს. ჩემი აზრით, ძალიან მოკლე დროში კარგი შედეგი დადო და ჩემგან სულ სხვა ოთო დააყენა. ახლა ვხვდები კიდევაც, რა უნდა მეთქვა და რა - არა, სად რა ''მოვარტყი'' და სად - არა. თუმცა, ზოგადად, ლაპარაკი არ მიჭირს, რადგან საერთოდ არ მაქვს კომპლექსები.

- დავუბრუნდეთ გადაცემას და მის თემას, სასურველი საპატარძლოები. შენთვისაც აქტუალურია ეს თემა. თანაც, სულ ცნობილ ქალებთან გიწევს ურთიერთობა.

- ცნობილი ქალი ჩემ გვერდით წარმომიდგენია. ყველას უნდა, რომ მის გვერდით იყოს წარმატებული ქალი, არ მინდა, ჩემი მეორე ნახევარი რამით დავჩრდილო. მსურს, თავის საქმეში ძალიან მაგარი იყოს და არა აქვს მნიშვნელობა, მოცეკვავე იქნება, მომღერალი თუ მსახიობი. ''სახლში დაჯექი, ქალო, და ხაჭაპური გამიკეთე'', - ეს ჩემი სტილი არ არის. მინდა, ორივეს ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდეს და იმას ვაწვებოდეთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება