ისრაელმა შვედეთიდან ელჩი გამოიწვია

ისრაელმა შვედეთიდან ელჩი გამოიწვია

ისრაელმა შვედეთიდან საკუთარი ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის მიზეზი სტოკჰოლმის მიერ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება გახდა. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ემანუილ ნახშონაზე დაყრდნობით იუწყება. "ეს ფაქტი ასახავს ჩვენ გაღიზიანებას ასეთ უსარგებლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესის ნორმალიზებას", - განაცხადა პრემდივანმა. შვედეთი პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას რომ აპირებდა, ამის შესახებ ცნობილი 3 ოქტომბერს გახდა, რაზეც აშშ-მა განაცხადა, რომ შვედეთმა გადაწყვეტილების მიღებაში იჩქარა. 30 ოქტომბერს შვედეთის ხელისუფლებამ პალესტინა ოფიციალურად ცნო, როგორც სახელმწიფო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა