მარიამ როინიშვილმა 12 კილო დაიკლო - ''რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია...''

მარიამ როინიშვილმა 12 კილო დაიკლო - ''რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია...''

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონის ბევრი მონაწილე არცთუ ურიგოდ მოძრაობს სცენაზე. ერთ-ერთ კარგ წყვილად მარიამ როინიშვილსა და ლევან ახვლედიანს მიიჩნევენ. მარიამს ცეკვები ძალიან უყვარს. დიდი სურვილი აქვს, ტანგო კარგად ისწავლოს და იმედი აქვს, პროექტში იმდენ ხანს დარჩება, რომ ამას მოახერხებს.

- მარიამ, დიდხანს ფიქრობდი პროექტში მონაწილეობაზე?

- ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ყველა სეზონს ვუყურებდი და სულ მინდოდა, ერთ-ერთი მონაწილე ვყოფილიყავი, ამიტომ წამითაც არ დავფიქრებულვარ. პროფესიული კუთხით რაღაც გეგმები გადავდე. ახლა რომში უნდა ვყოფილიყავი. ამ ეტაპზე ცეკვის სწავლის სურვილმა მძლია. ცეკვაზე არასდროს მივლია და ყოველთვის მინდოდა, რაღაც დონეზე მცოდნოდა. ეს პროექტი მაძლევს საშუალებას ვისწავლო ის, რაც ასე ძალიან მსურდა.

- პროექტში მონაწილეობამდე ძალიან გახდი. ცეკვებში მონაწილეობამ მოგცა სტიმული, წონაში დაგეკლო?

- პროექტში მონაწილეობამდე გაცილებით ადრე დავიწყე დიეტა. ნატა გაგუა ფანტასტიკური დიეტოლოგია. კვებასთან დამოკიდებულება სულ სხვანაირად დამანახვა. ახლა წონის დაკლებაში, რა თქმა უნდა, ცეკვებიც მეხმარება.

- ერთი წლის წინანდელ მარიამზე რამდენი კილოთი ნაკლები ხარ?

- 12 კილო მაქვს დაკლებული. თუ კიდევ დავიკლებ, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ახლა როგორც გამოვიყურები, ესეც ძალიან მომწონს. რამდენიმე კილოს დაკლება ნამდვილად არ მაწყენდა. იმედი მაქვს, პროექტში დიდხანს დავრჩები და კიდევ უფრო გავხდები.

- როგორ გაფასებენ ოჯახის წევრები?

- არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი, როდესაც ჩემი ოჯახი გვერდით არ მედგა. ახლაც გვერდში მიდგანან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე ცეკვებს მაქსიმალურად ბევრი დრო დავუთმო.

- მოსწონთ შედეგი?

- მგონი, მოსწონთ. თამრიკო და გია პროფესიონალურად ვერ შემაფასებენ. ამბობენ, რომ მთლიანობაში კარგად ვიცეკვე.

- ჟიურიმ აღნიშნა, რომ ჩა-ჩას ცეკვისას შენი იმიჯი დაამსხვრიე და სექსუალობა წარმოაჩინე.

- სიტყვა სექსუალურს რატომღაც საქართველოში ცუდი განმარტება აქვს. სექსუალურობა რაღაც დოზით ყველა ქალში დევს. რასაც ახლა ვაკეთებ, ეს დროებითია. ჩემი პროფესია არაა, თუმცა ცეკვა უსაზღვროდ მიყვარს. ოპერის მომღერლობა აბსოლუტურად სხვა რამაა, თუმცა ოპერაშიც შეიძლება, მეცვას გამომწვევად და სექსუალურად გამოვიყურებოდე, მაგრამ არც ეს იქნება პრობლემა. ჩვენს ოჯახში ეს განხილვის საგანიც არაა. არავინ მეტყვის, მარიამ, ზედმეტად მოღებული რატომ გეცვაო. ძალიან გამიმართლა, ჩემს ოჯახში საღად მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ.

- მამა - გია როინიშვილი თამაშობს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალ სეზონში. ადევნებ თვალს?

- რა თქმა უნდა, ვუყურე და შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ მამა ძალიან მომწონს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება