ქართლოს ნატროშვილი ''კაზანტიპზე'' ექსპრეზიდენტის კარვით მივიდა

ქართლოს ნატროშვილი ''კაზანტიპზე'' ექსპრეზიდენტის კარვით მივიდა

ექსპრეზიდენტის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი უკვე ხუთი წელია, ერთ მანქანას მართავს. ''ბეემვე''-ს ყიდვა რომ გადაწყვიტა, ბებიები შეშფოთდნენ, მაგრამ იუმორისტმა ისე მოახერხა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ჰქონია.

- 2009 წელს ავიღე მართვის მოწმობა. ერთ კვირაში ჩამომივიდა მანქანაც ამერიკიდან. ბარაკ ობამას ბებიის ნაქონია (იცინის). სანამ მანქანა მეყოლებოდა, არავისთვის მითხოვია, საჭესთან დამსვი ან მათხოვე-მეთქი. გვერდით რომ ვეჯექი ძმაკაცებს, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი, მძღოლის მიმიკებსაც კი ვიღებდი ერთ-ერთისგან, გიორგი გუგუშვილისგან. დღეს გვერდით რომ მიზის, მეუბნება, ასე მგონია, მე ვმართავ საჭესო. მადლობა ამ ადამიანს, რომ დღეს კარგად ვმართავ მანქანას... მანქანამ მასწავლა შიშიც, სისწრაფეც, თუ რამ ვიცი დღეს, ამის დამსახურებაა. თავდაპირველად ავტოფარეხიდან ერთი საათით გამომყავდა. პირველად მოსკოვის პროსპექტიდან ვარკეთილში რომ გავედი დამოუკიდებლად, თავი შუმახერი მეგონა. არადა, ორი საათი მოვანდომე. თავიდან იმ ძმაკაცებთან დავდიოდი, რომლებიც ჩემთან ახლოს ცხოვრობდნენ, საბურთალოსკენ არც გამიხედავს.

- სად ცხოვრობდი მაშინ?

- მოსკოვის გამზირზე. სპეციალურად არ გადავარქვი სახელი მოსკოვის გამზირს.

- რატომ?

- თუ რუსეთს ვერაფერს მოვუხერხებდი, მოსკოვის გამზირს დავბომბავდი... მერე თბილისიდან გასვლამ მომიწია. პირველად სენაკში ჩასვლას რვა საათი მოვანდომე, ამ დროს სამი საათი სჭირდება თბილისიდან. საერთოდ, ჩემი ფეხი არ ჩერდება. ხან სამეგრელოში ვარ, დედულეთში, და ხან კახეთში, მამის მხარეს. პირველი ''აბგონი'' ორმოცით გავაკეთე (იცინის).

- ''ბეემვე'' მაინც ავარიებთან ასოცირდება. პირველივე მანქანად ეს მოდელი რატომ აირჩიე, თან კარგად მართვა არ იცოდი?

- ჩემი ოჯახის წევრებმა, ბებიებმა, ნათესავებმა რომ გაიგეს, ''ბეემვეს'' ვყიდულობდი, არ ესიამოვნათ. მართლაც დიდია რისკი, მაგრამ ნათელი მაგალითი ვარ, რომ თუ მშვიდად ივლი, არაფერი მოხდება. გაზს თუ არ მიაჭირე, მანქანა თავისით არ გარბის. მეექვსე წელია, ამ მანქანაზე ვზივარ და ჯერ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მქონია. თავიდან ცოტა ვგიჟობდი, მოსახვევში სრიალით შესვლა, სისწრაფე მომწონდა, მაგრამ მერე დავღვინდი. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ დაღვინდები, სხვის სრიალზეც კი ნერვები მოგეშლებაო. არ მჯეროდა, მაგრამ გამართლდა მისი სიტყვები.

- დაღვინდი?

- ასაკობრივად - არა, როგორც მძღოლი ისე დავღვინდი. შეიძლება, 40 წლის ასაკში დაჯდე საჭესთან და 41 წლისამ ისევ მოასრიალო მანქანა. არ მინდოდა მეხსენებინა ეს 41, მაინც არ ამცდა (იცინის).

- მამაკაცები ხშირად აკრიტიკებენ ქალ მძღოლებს, შენთვის თუ შეუქმნია პრობლემა საწინააღმდეგო სქესს?

- ზოგჯერ არასწორ მანევრზე მიფიქრია, ამ მანქანის საჭეს ალბათ ქალი უზის-მეთქი და მართალიც აღმოვჩენილვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ კარგი მძღოლობა სქესზე არაა დამოკიდებული. ისეთი ქალი მძოლებიც მინახავს, პირდაღებული რომ დავუტოვებივარ. ერთხელ, საცობში ისე ლამაზად, თევზივით გაძვრა ქალი, თან ისეთი სისწრაფით, მანქანის ჩაქრობა, გადმოსვლა და ტაშის დაკვრა მომინდა. უბრალოდ, კარი ვერ გავაღე, ახლოს მანქანა მედგა. ამას ბევრი მამაკაცი ვერ გააკეთებდა.

- როგორი ურთიერთობა გაქვს პატრულთან?

- საბედნიეროდ, კარგი.

- მთავრობა რომ შეიცვალა, მაინც?

- კი, მაინც. ყველაფერი დამიყადაღეთ და მანქანასაც მართმევთ-მეთქი, ვეუბნები ხოლმე და ეცინებათ. იუმორი მშველის.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება