რატომ დაშორდა ვერიკო ტურაშვილი მამაკაცს, რომლისგანაც შვილს ელოდება - მომღერლის გულახდილი ინტერვიუ

რატომ დაშორდა ვერიკო ტურაშვილი მამაკაცს, რომლისგანაც შვილს ელოდება - მომღერლის გულახდილი ინტერვიუ

ბოლო დროს მომღერალი ვერიკო ტურაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - ის ბიჭის დედა ხდება ქორწინებისა და ტრადიციული ადათ-წესების გარეშე. ბავშვის მამა ლაშა ნაკაიძეა. ვერიკო მასზე ხუთი წლით უფროსია. წყვილმა ერთად სამი წელი გაატარა, დაშორების მიზეზი კი მათი განსხვავებული ხასიათი აღმოჩნდა.

ვერიკო ტურაშვილი: - ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ შვილს ველოდები. ბედნიერი ვარ, 11 წლის შემდეგ კვლავ ვხდები დედა... ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ნამდვილად არ მქონია, ასე მოხდა და ვერაფერს შევცვლი...

- რატომ ვერ შედგა თქვენი წყვილი?

- როგორც ჩანს, ერთმანეთი დავღალეთ. შესაძლოა, მომავალში ყველაფერი შეიცვალოს...

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მე და ლაშას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

- თქვით, რომ ის რაღაც საკითხებს ზედაპირულად უყურებდა...

- რადგან ასე ვთქვი, ასეც იყო. მე აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, სხვა ოჯახში გაზრდილი. ჩვენ ძალიან განსხვავებული ხასიათი გვაქვს. მე რაღაცებს მეტად ვუღრმავდები, ის - ნაკლებად...

- როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?

- რაც მთავარია, ოჯახი გვერდით დამიდგა და ეს ყველაზე მნიშვნელოვნია. რაც შეეხება საზოგადოებას, მგონი, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დღეს ასეთ საკითხებზე ისე აღარ ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ადრე... არა მგონია, რომ დღეს უქმროდ შვილის გაჩენა პრობლემა იყოს...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება