კონჩიტამ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე იმღერა

კონჩიტამ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე იმღერა

2014 წლის "ევროვიზიის" გამარჯვებულმა ავსტრიელმა ტომას ნოივურტმა, რომელიც წვერიანი ქალის კონჩიტა ვურსტის იმიჯითაა ცნობილი, ვენაში გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შეხვდა. ვურსტმა და პან გი მუნმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რის შემდეგაც მომღერალმა ორი სიმღერა შეასრულა.

ამას გარდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ვურსტს დისკრიმინაციებთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ  "გაეროში დისკრიმინაციების ადგილი არაა".

ევროვიზიის 59-ე მუსიკალური კონკურსი დაიაში მაისში ჩატარდა. გამარჯვებული კონჩიტა ვურსტი გახდა. ფინალში მან სიმღერით "Rise Like a Phoenix"  290 ქულა დააგროვა, რითაც 52 ქულით გაუსწრო ჰოლანდიელ დუეტს The Common Linnets.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება