ჟანა ფრისკე სიმსივნის დიაგნოზის შემდეგ პირველად არღვევს დუმილს

ჟანა ფრისკე სიმსივნის დიაგნოზის შემდეგ პირველად არღვევს დუმილს

რუსმა მომღერალმა ჟანა ფრისკემ ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ ებრძვის უკვე ცხრა თვის განმავლობაში საშინელ ავადმყოფობას.

საზღვარგარეთ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ჟანა ფრისკე მოსკოვში დაბრუნდა და პირველად გაესაუბრა ჟურნალისტებს. ჟანა გადაცემაში ”არ დაიჯერებ” სატელეფონო ჩართვაში გავიდა:

”ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვარ, თუმცა თავს უკეთ ვგრძნობ, დიდი მადლობა”, - განაცხადა ფრისკემ.

მომღერალი ამჟამად მშობლების ორსართულიან სახლში ცხოვრობს მოსკოვში - მაღალი ღობე, სათვალთვალო კამერები, ძაღლები, რომლებიც სახლს იცავენ. მშობლები ცდილობენ ჟანა პრესისგან დაიცვან და ქალიშვილის სიმშვიდე შეინარჩუნონ. ჟანას დაბრუნებისთვის მისმა მშობლებმა სახლი ახლებურად მოაწყვეს და მის ოთახში შვილის, პლატონის საწოლი შეიტანეს. სწორედ შვილი არის სტიმული ჟანასთვის საბრძოლველად.

”ბავშვს ახლა სძინავს, არ მაბრაზებს, კარგი ბავშვია. უკვე წლინახევრისაა, ჯერ ვერ დადის, მაგრამ დარბის. ბებია და დედა კი მასთან ერთად დავრბივართ. ყველას დიდი მადლობა, მე ყველაფერს ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ. ძალიან მეხმარება თქვენი თანადგომა გამოჯანმრთელებაში”, - განაცხადა ფრისკემ.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება