სკანდალი - ზურა გორგაძე: ''სავაში მე არ გამიხმოვანებია''

სკანდალი - ზურა გორგაძე: ''სავაში მე არ გამიხმოვანებია''

პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შეუდარებელ სალომე ჭაჭუას კარგ პარტნიორობას უწევს მსახიობი და იმავდროულად მისი ნათესავი, ქმრის მეჯვარე ზურა გორგაძე. ზურა მუშაობს რადიოში, ახმოვანებს ფილმებს, სერიალებს, მულტფილმებს, ძალიან დაკავებულია, მაგრამ არ წუწუნებს. როგორც გახსოვთ, წინა ტურს ჟიურის მურატ ილდირიმი სტუმრობდა და დუტამ ზურა გორგაძე ცნობილ სავაშს როგორც მისი გამხმოვანებელი ისე წარუდგინა. რამდენიმე დღის შემდეგ ''მაესტრომ'' სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ გორგაძეს ილდირიმის არცერთი გმირი არასოდეს არ გაუხმოვანებია და ტელევიზიისგან და მსახიობისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

- ყველაფერი დაიწყო თეატრალური უნივერსიტეტიდან, სადაც ჯერ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ სამსახიობო ფაკულტეტზე გადავედი. სტუდენტობის პერიოდშივე გადამიღეს სხვადასხვა რეკლამაში, ვითამაშე პატარ-პატარა ეპიზოდები სხვადასხვა სერიალში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ამიყვანა, სადაც მთავარი რეჟისორი ჩემი პედაგოგი დავით კობახიძე გახლდათ. ამ ადამიანმა ჩვენ ყველას მხოლოდ პროფესია კი არ გვასწავლა, დაგვანახვა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიურთიერთოთ ადამიანებთან და ა.შ. სხვათა შორის, ერთადერთი ვიყავი ჯგუფიდან, რომელიც პედაგოგმა საკუთარ თეატრში წაიყვანა, თუმცა ჩვენი ჯგუფიდან თითქმის ყველამ მიაღწია წარმატებას, გიორგი ვარდოსანიძეც ჩემი ჯგუფელი იყო, დღემდე ვმეგობრობთ.

იმ პერიოდში, როდესაც სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობდი, დუტა სხირტლაძე თელავის თეატრის მმართველად დაინიშნა. ის ჩვენს სადიპლომო სპექტაკლს დაესწრო, დავთანხმდი თუნდაც იმიტომ, რომ თელავის თეატრი არის ძირძველი თეატრი, ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროს არსებობდა, კარგი მაყურებელი ჰყავს და მის აღორძინებაში ჩემი წვლილის შესატანად მზად ვიყავი. დავიწყეთ მუშაობა, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ტელევიზია ''რეალტივიში'' გამოცხადდა კასტინგი, მონაწილეობა მივიღე, დაინტერესდნენ ჩემით და ერთ-ერთი გასართობ-შემეცნებითი გადაცემის წამყვანად დამამტკიცეს. მანძილის გამო, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი ამ ორი სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას, ყოფილა შე-მთხვევა, ერთ დღეს ორჯერ ჩავსულვარ და ჩამოვსულვარ თბილისში, ამიტომ თეატრზე უარის თქმა მომიხდა, მაინც ტელევიზიამ გადაწონა - ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანმა იცის, რაოდენ

''წამლავს'' ტელევიზია.

- რა გადაცემა მიგყავდა?

- ''დღის სტუმარი'', შემდეგ უკვე ნინო მუმლაძესთან ერთად უფრო სახალისო გადაცემით - ''დღის რეცეპტი'' წარვდექი მაყურებლის წინაშე. სხვათა შორის, ტელევიზიის არსებობის ისტორიაში მას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, არხი დაიხურა. ერთი კვირაც კი არ იყო გასული, როცა ჩემს ცხოვრებაში დაიწყო შემოტევა, კარგი გაგებით. დავიწყე მუშაობა ხმის ჩამწერ სტუდიაში გახმოვანების მსახიობად, დამნიშნეს ბევრ პროექტზე, რისთვისაც ბატონი ზაზა შენგელიას მადლობელი ვარ, პარალელურად რადიოშიც დავსაქმდი, შემდეგ ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-დან ფილმების გახმოვანება შემომთავაზეს, სადაც დღემდე ვმუშაობ პროფესიონალების გვერდით. მოკლედ, თამამად ვიტყვი, არ არსებობს ტელევიზია, სადაც მე არ მიმუშავია და ჩემი ხმა არ გაჟღე-რებულა. დაახლოებით 5 თვეა, დავბრუნდი სოხუმის თეატრში, სადაც სპექტაკლში ''საბრალდებო დასკვნა'' ნაკაშიძეს ვთამაშობ. თქვენი ჟურნალის საშუალებით, მადლობას ვეტყვი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას და ხელს მიწყობს. ძილისთვის, ფაქტობრივად, დრო არ მრჩება, სახლში ოთხ საათზე მივდივარ, მეორე დღისთვის მოსამზადებელი ვარ, ვიღვიძებ 9 საათზე, რადგან 10-ზე უკვე რეპეტიციაზე უნდა ვიყო, შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სახე აღარ მაქვს. ღმერთის წყალობით, ხმა შემრჩა, მაგრამ არ ვწუწუნებ (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება