რატომ დაეძაბა რუსული ''ვოისის'' მონაწილე დათუნა მგელაძეს ურთიერთობა დიმა ბილანთან

რატომ დაეძაბა რუსული ''ვოისის'' მონაწილე დათუნა მგელაძეს ურთიერთობა დიმა ბილანთან

დათუნა მგელაძე წელიწად-ნახევარია, მოსკოვში ცხოვრობს და იქ მუშაობს. ''ჯეოსტარის'' წარმატებულმა მონაწილემ, როგორც მომღერალმა, საქართველოში საკმაო წარმატებას მიაღწია, მაგრამ თავის პროფესიაში უფრო მეტის გაკეთების სურვილით რუსეთის დედაქალაქს მიაშურა, წელს კი რუსული ''ვოისის'' კონკურსანტიც გახდა.

- მოსკოვში იმიტომ გავემგზავრე, რომ ჩემთვის და კარიერისთვის უფრო მეტი რამ შემეძინა. წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ, ჩემს სიმღერას რომ ვუსმენ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან გავიზარდე. ბევრ კლუბში, კაფესა თუ რესტორანში მომიწია მუშაობამ. მყავს სუპერპროფესიონალთა ბენდი, თუმცა არ მკითხო, როგორ მოვახერხე მათი შეკრება. ძალიან გამიმართლა და ყველაფერი რეკორდულ დროში შევძელი. გულახდილად გეუბნები, რატომ მოსწონდათ და რა ჩემს ნამღერში აქამდე, ვერ გამიგია. მინდა ყველაფრის გადამღერება, ვატყობ, რომ ბევრად მუსიკალური გავხდი.

- მოსკოვური ცხოვრების რიტმს როგორ მოერგე?

- დედას გეფიცები, აქ უფრო სიგიჟეა, ვიდრე იქ. მოსკოვში შეიძლება ისე გავიდეს კვირა, რომ ვერავინ ნახო და სულ შენს საქმეში იყო ჩართული. თბილისში კი სულ ვიღაცას ხვდები. ხალხი ძალიან მიყვარს და მათთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია ურთიერთობამ იმ პერიოდში, რაც თბილისში ვარ. არ მინდა, ამას მივეჩვიო, რადგან მოსკოვში და-ბრუნებულს ისევ ნოსტალგია მომკლავს. თავიდან რომ ჩავედი, 5-6 თვე ძალიან გამიჭირდა და სულ ''სკაიპით'' ველაპარაკებოდი ოჯახის წევრებს, ძმაკაცებს, თუკი სადმე ქეიფობდნენ, განსაკუთრებულად მინდოდა მათი ყურება. მამაჩემიც ემიგრანტია, გერმანიაში იყო დიდი ხანი, ახლა უკვე დაბრუნდა, მაგრამ მასაც რომ იგივე მოთხოვნები ჰქონდა, ძალიან მიკვირდა, ახლა გავუგე მას (იღიმის).მე ისიც დამეხმარა, რომ ჩემი საქმიანობა ყველაფერს მავიწყებს. როგორც კი დავიწყე მუშაობა, სიმღერა, თანდათან შევეგუე.

- დათუნა, ვინმე თუ დაგეხმარა მოსკოვში გზის გაკვალვაში?

- კარიერაში ნაკლებად, მაგრამ ზოგადად, იქაური ქართველები ძალიან დამიდგნენ გვერდში. აქედან რომ ჩავედი, თურმე წითელა მქონია და ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. თავიდან ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა, ბოლოს საავადმყოფოში აღმოვჩნდი. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამ დროს ძალიან დიდი პატივი მცეს.

იხილეთ ვიდეო: ათუნა მგელაძე რუსულ Voice-ში - ქართველი მომღერალი დიმა ბილანმა აირჩია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება