ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან ალასანია ავანტურისტ, უჭკუო, ამბიციურ მინისტრად მოიხსენია, დღის განმავლობაში არაერთი კომენტარი მოჰყვა. ღარიბაშვილს უპასუხა თინა ხიდაშელმა და ალასანიას თანაპარტიელებმაც, რომლებიც, პრემიერის თქმით, სიურპრიზების მოლოდინში უნდა იყვნენ. დღის ბოლოს განცხადება თავად კრიტიკის ადრესატმა ირაკლი ალასანიამაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ "მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, ღარიბაშვილმა სახე დაკარგა".
ალასანიას მიმართ ღარიბაშვილის მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძეც, რომელმაც Facebook-ზე დაწერა:
Facebook/ გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობა":
"როდესაც ასეთ რამეს ამბობთ: "ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას"
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მთავრობაში რომელსაც ხელმძღვანელობთ, ეგ "ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური" გყავდათ ყველა გამოკითხვებით ყველაზე რეიტინგული!
ბ-ნო პრემიერო, თქვენივე შეფასებიდან გამომდინარე, ხვდებით მაინც ახლა რა "სასტავი" დარჩით?!", - წერს ხაჩიძე.
ამავე თემაზე: