ქალბატონები, რომელთაც წლებმა ვერაფერი დააკლო

ქალბატონები, რომელთაც წლებმა ვერაფერი დააკლო

გასულ კვირას სოციალურ ქსელში წარსულში ცნობილი ტოპმოდელის ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები გავრცელდა. სილამაზით ცნობილი ქალბატონი მისმა ერთგულმა თაყვანისმცემლებმაც ვერ იცნეს. ლამაზმანი, რომელიც ერთ დროს სხეულის ფორმებითა და სილამაზით მსოფლიოს აოცებდა, დღეს ერთ ჩვეულებრივ გასუქებულ დიასახლისად გადაქცეულა. მის თვალებში, სამწუხაროდ, ძველებური შუქიც აღარ ჩანს. ლინდას გულშემატკივრების ნაწილი ამტკიცებს, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე მყოფი და მსოფლიოს ყურადღებით შეწუხებული ყოფილი მოდელი ახლა უფრო ბედნიერად გამოიყურება.

რამდენიმე წლის წინ საზოგადოება ასევე შოკში ჩააგდო ლიკა ქავჟარაძის ფოტოებმა. ულამაზესი მარიტა, რომელიც დღემდე ატყვევებს ეკრანიდან მაყურებელს, კინოს წლების წინ ჩამოშორდა და არავის სჯეროდა, რომ ერთ დროს ულამაზესი მარიტა ასე შეიცვლებოდა.

ლამაზად დაბერებასაც ალბათ ბედი უნდა. უამრავი ფაქტორია, რომელიც ადამიანის გარეგნობაზე ახდენს გავლენას. პირველი მაინც გენეტიკაა, შემდეგ ცხოვრების წესი, გადატანილი ტრავმები და ხშირ შემთხვევაში, მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრებაც, რომელიც ქალების გარეგნობაზე აუცილებლად ტოვებს თავის კვალს.

ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებს, რომლებსაც დროის ქარტეხილებმა ვერაფერი დააკლეს და სიბერეშიც ინარჩუნებენ სილამაზეს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი სიბერეში უფრო გალამაზდა.

იტალიური კინოს შეუცვლელი ვარსკვლავი, 80 წლის სოფი ლორენი ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ იმისა, რომ შეიძლება, ქალმა ამ ასაკშიც დააკარგვინოს თავი ნებისმიერ მამაკაცს. მასზე ოცნებობდნენ, მისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ის მაინც ბევრისთვის მიუწვდომელ ქალად დარჩა, რადგან მთელი ცხოვრება რეჟისორ კარლო პონტის ერთგულია და მამაკაცს ორი ვაჟიშვილი აჩუქა.

ყველა დროის ქართული სცენის დედოფალი ნანი ბრეგვაძე ის გამონაკლისი გახლავთ, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო. პირიქით, მის ფოტოებს თუ გადავხედავთ, ქალბატონი ნანი ასაკის მატებასთან ერთად უფრო გალამაზდა. მართალია, მისი პირადი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც მეუღლეს დაშორდა, მაგრამ ლეგენდარულმა ქალბატონმა ისე იცხოვრა, რომ არასოდეს გახვეულა სკანდალებში. მისი პირადი ცხოვრება კი ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული და ბოლომდე ასე დარჩა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება