გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 16 დაიჭრა გასული დღე-ღამის განმავლობაში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ტერორისტებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს ცეცხლი დასახლებული პუნქტების მახლობლად გაუხსნეს. როგორც ანდრეი ლისენკომ აღნიშნა, გასული 24 საათის განმავლობაში ლუგანსკის ოლქში რუსეთის საზღვრის მხრიდან 32 ტანკი შევიდა."რუსი სეპარატისტებისა და რუსული სამხედრო ტექნიკის დისლოკაცია ფრონტის ხაზთან ისევ გრძელდება", - განაცხადა ანდრეი ლისენკომ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა