ესპანეთის პრინცესა თაღლითობაშია ბრალდებული

ესპანეთის პრინცესა თაღლითობაშია ბრალდებული

ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის და, პრინცესა კრისტინა სასამართლოს წინაშე საგადასახადო თაღლითობის ბრალდებით წარდგება."ბიბისის" ინფორმაციით, ამასთან, პალმა დე მალიორკას სასამართლომ ესპანეთის პრინცესას ფულის გათეთრების ბრალდება მოუხსნა. ინფანტა კრისტინას საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების თანახმად, პრინცესა კრისტინას მეუღლემ ინაკი ურდანგარინმა სახელმწიფო ფონდებიდან ყოფილ ბიზნესპარტნიორთან ერთად მილიონები მიითვისა, რის შესახებაც ესპანეთის მეფის დამ იცოდა და ამ გარიგებით ისარგებლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა