აშშ ერაყში დამატებით 1 500 სამხედროს გააგზავნის

აშშ ერაყში დამატებით 1 500 სამხედროს გააგზავნის

აშშ ერაყში დამატებით 1 500 სამხედროს გააგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი სამხედროებისთვის დახმარების მიზნით ჩადიან. პენტაგონის ცნობით, ამერიკელი სამხედროები ერაყელ სამხედროებს რჩევებს მისცემენ და წვრთნებს ჩაუტარებენ. "ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში, ისინი რჩევებით დაეხმარებიან ერაყის უსაფრთხოების ძალებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯოშ ერნსტმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს ასევე თხოვნით მიმართავს, 5,6 მილიარდი დოლარი გამოიყოს ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად. არსებული ინფორმაციით, საერთო ჯამში ერაყში ამერიკელ სამხედროთა რიცხვი 2 900-მდე გაიზრდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა