სერგეი ლავროვი - ჯონ კერისთან შევთანხმდით, რომ კიევი ჟენევის მოლაპარაკებათა გადაწყვეტილებების შესრულებაში დავარწმუნოთ

სერგეი ლავროვი - ჯონ კერისთან შევთანხმდით, რომ კიევი ჟენევის მოლაპარაკებათა გადაწყვეტილებების შესრულებაში დავარწმუნოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ კიევი ჟენევის მოლაპარაკებათა გადაწყვეტილებების შესრულებაში დაარწმუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, საუბარია უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმებზე ყველა რეგიონისა და პოლიტიკური ძალის მონაწილეობით.

"ჯონ კერისთან საუბრისას შევთანხმდით, რომ ეს ამოცანა კვლავ დღის წესრიგში დგას და შესაძლოა, ახლა უფრო მეტადაც, ვიდრე აპრილში. შევეცდებით, დავარწმუნოთ უკრაინის ხელისუფლება, რომ შეასრულონ ეს ვალდებულება", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. 17 აპრილს ჟენევაში, უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოთხმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეებმა მიიღეს რეზოლუცია უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის მიზნით პირველი კონკრეტული ნაბიჯებისა და ქვეყანაში უსაფრთხოების აღდგენის თაობაზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა