აფხაზეთის სამი სექსსიმბოლო

აფხაზეთის სამი სექსსიმბოლო

აფხაზური წარმოშობის ლამაზმანები საერთაშორისო სამოდელო ბიზნესში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევენ. ზოგიერთ მათგანს მამაკაცების საერთაშორისო  გამოცემების პრიალა ყდაზე, ზოგს კი მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლების შოუებში იხილავთ.

Ambebi.ge დაინტერესდა აფხაზი მოდელების ვინაობით და გთავაზობთ სამ მათგანს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და საკმაო პოპულარობაც მოიპოვეს საზღვრებს გარეთ.

სტელა ტრაპში მამით აფხაზი და დედით რუსია. გოგონა სოხუმში გაიზარდა, თუმცა, ამ დროისთვის მოსკოვში მოღვაწეობს. 2010 წელს სტელამ ”მის აფხაზეთის” ტიტული მოიპოვა. ლამაზმანმა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მოახერხა ყურადღების მიპყრობა, როდესაც Maxim Magazine-სთვის სრულიად გაშიშვლდა, ხოლო მამაკაცების ცნობილი ჟურნალის რუსულენოვანმა გამოცემამ მისი მონაწილეობით არა მხოლოდ შთამბეჭდავი ფოტოები, არამედ გადაღების "ბექსთეიჯიც" შესთავაზა მკითხველს. თავის დროზე ლამაზმანის ამ თამამმა გადაწყვეტილებამ აფხაზი საზოგადოება შოკში ჩააგდო.

გოგონას წინააღმდეგ დიდი აგრესია წამოვიდა. სიტუაცია იმ ფაქტმაც გაამწვავა, რომ ჟურნალში სტელას შიშველ ფოტოებთან ერთად, მისი სკანდალური ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც მან მოურიდებლად განაცხადა, რომ აფხაზი ქალები შეუხედავები არიან. განსაკუთრებით კი აფხაზი ქალების ცხვირის ფორმაზე გააკეთა აქცენტი.

იხილეთ სტელა ტრამპშის შიშველი ფოტოები Maxim Magazine-სთვის

ეს გოგონა ნანა არახამიაა, რომელიც აფხაზეთში, გაგრაში დაიბადა. მაგრამ სამი თვის ასაკში, იქაურობის დატოვება მოუხდა და ოჯახი ლტოლვილად იქცა.

იხილეთ ნანა არახამიას ფოტოები

"წლების წინ, ჩვენმა ოჯახმა აფხაზეთი რომ დატოვა, საცხოვრებლად სოჭში დავსახლდით. სამი წლის წინ კი მოსკოვში გადავედი. ცნობილი კომპოზიტორი ვიქტორ დრობიში კასტინგს ატარებდა.

საერთოდ, მის პროექტებში ბევრი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს და მინდოდა, ჩემთვისაც მოესმინა. მოკლედ, მომისმინა და გავხდი მისი "ვარსკვლავი", - ამბობს ნანა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.

დღეს ნანა არახამიას, იგივე "იასენიას" (ფსევდონიმი) მოსკოვში კარგად იცნობენ. არაერთი კლიპი აქვს გადაღებული და მასზე, როგორც ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავზე, სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ.

მსოფლიო დონის მოდელის, ტატიანა შამრატოვას პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ იგი საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთშია დაბადებული.

იხილეთ ტატიანა შამრატოვას ფოტოები

იხილეთ ტატიანა შამრატოვას ვიდეო

სადაც ტატიანა რუს დედასთან და ქართველ მამასთან, ინესასა და რუსლანთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მოდელის ბიოგრაფიაში წერია, მისი იდეალური ბავშვობა მოულოდნელად იმ დღეს შეწყდა, როდესაც აფხაზურ-ჩეჩნურმა დაჯგუფებებმა საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები წამოიწყეს.

ერთ დღესაც ტატიანა მიიწვიეს სილამაზის კონკურსზე, სახელწოდებით - "საუკეთესო საუკეთესოთა შორის".

კონკურსში 500 გოგონა მონაწილეობდა. ტატიანა 20 ფინალისტს შორის მოხვდა და გამარჯვებაც მოიპოვა. იგი მონაწილეობს ისეთი ცნობილი მოდის სახლების შოუებში, როგორიცაა Reiss, Voronin, Marlies Dekkers, VDP, Roza, Calvin Klein, Jimmy Choo Oscar de la renta. ასევე, თანამშრომლობს შემდეგ კოსმეტიკური ბრენდის კომპანიებთან - Tony & Guy, MAX Factor, Cosmo-cosmetic, Oriflame და Avon.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება