ფორმაში ჩადგომა ორსულობის შემდეგ – ვინ დაიცვა ექსპრეს-დიეტა და რომელმა ვარსკვლავმა აიკრა მუცელი

ფორმაში ჩადგომა ორსულობის შემდეგ – ვინ დაიცვა ექსპრეს-დიეტა და რომელმა ვარსკვლავმა აიკრა მუცელი

მას შემდეგ, რაც ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი - შვილი იბადება, ჩნდება კიდევ ერთი საზრუნავი, ფორმაში ჩადგომა და ზედემტი კილოგრამების დაკლება. ბევრი ორსულობაში მომატებულ კილოგრამებს მალევე იკლებს, ზოგს კი ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ ცნობილ დედებს დავუკავშირდით და ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ.

სალომე გოგიაშვილი: "სტრიები ძალიან მცირე რაოდენობით მაქვს, თან ისეთ ადგილებში, სადაც არ ჩანს"

- სამივე ორსულობის დროს ერთნაირად მოვიმატე, ანუ დაახლოებით 22 კილოს ვიმატებდი ხოლმე. ბავშვის გაჩენის დღიდან ვიცავდი დიეტებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ვშიმშილობდი, სასურველ ფორმაში ჩადგომა მაინც გამიჭირდა. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ შენს წონას დაუბრუნდე. მაგალითად, მე 6 თვე დამჭირდა იმ წონაზე დასაბრუნებლად, რაც ფეხმძიმობამდე ვიყავი. ერთ-ორ თვეში იმავე ფორმაში ჩადგომა გამორიცხულია. რომ ამბობენ, `გავაჩინე და მაგიდაზე დავტოვე 22 კილო~, - ასეთები არ ხდება. მაგიდაზე შეიძლება დატოვო ბავშვისა და წყლის წონა – დაახლოებით 10 კილოგრამი, დანარჩენი კი შემდეგ და შემდეგ უნდა დაიკლო.

- მუცლის გაკვრის პრქატიკაზე რას ფიქრობ? მიგიმართავს ამ ხერხისთვის?

- ვერაფერს გეტყვი ამ თემაზე, იმიტომ, რომ მე არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ, ალბათ იმიტომ, რომ არ დამჭირვებია. ეს უფრო მათ სჭირდებათ, ვისაც იმის საშიშროება აქვს, რომ მუცელი შეიძლება, ჩამოეკიდოს. საერთოდ, ქართველი ქალის წყობა ასეთია, ცოტა მუცელი, ცოტა გვერდები, ბარძაყები და რაც უფრო მეტად მივხედავთ ამ ზონებს, უკეთესია. პრინციპში ცუდი არცაა აკვრა.

- ზემოთ თქვი, ფაქტობრივად ვშიმშილობდი იმისთვის, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავიო, გაგვიმხილე რომელიმე ეფექტური დიეტა...

- ამას წინათ დავწერე ჩემი დიეტა და მერე წავიკითხე გამოკითხვა, რომელიც შედეგს ეხებოდა. იქ ეწერა, ხალხნო, არ დაუჯეროთ, იტყუება, მოგკლავთ ეგ დიეტა და ა.შ. არავის მოვუწოდებ ისეთივე დიეტაზე იყოს, როგორზეც მე, იმიტომ, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ვიღაცას თუ აკლებინებს 2 კილოს, სხვამ შეიძლება, 5 დაიკლოს. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს წონის სწრაფად დაკლება, საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ არ უნდა ვჭამო და არ მშია, შედეგად შემიძლია, ვიშიმშილო კვირები და პრობლემა არ მექმნება. ჩემი დიეტა ასეთი იყო, ვჭამდი სოსისს, ან ერთ ნაჭერ ლორს, 2 სალათის ფურცელს და ერთი კიტრის ნახევარს. მთელი დღის განმავლობაში ეს იყო ჩემი საჭმელი, ნუ ყავასა და ჩაიზე უარი არ მითქვამს. შემეძლო ეს ერთი კვირა გამეკეთებინა, ასევე შემეძლო მეჭამა სამი დღე ვაშლი და ა.შ. სტანდარტული დიეტა არ გამიკეთებია, რადგან ვიცი, როცა ასეთ რაღაცებს ვჭამ, ორგანიზმი კლებას იწყებს. მერე უკვე როცა მივხვდი, რომ ორგანიზმმა დაიწყო ფორმაში ჩადგომა, უბრალოდ, ცომეული ამოვიღე რაციონიდან. დღეს ვჭამ ყველაფერს, რაც მომენატრება, ვერიდები ცომს, ნამცხვარს, ტკბილეულს, მაგრამ ვცდილობ, მივირთვა მოხარშული პროდუქტი, მაგალითად მოხარშული ბოსტნეული, მიყვარს ბრინჯიანი კერძები და ხშირად ვაკეთებ, მაგრამ თუ ძალიან მომინდა ნამცხვარი, მაგაზეც არ ვამბობ უარს, იმიტომ, რომ მერე განტვირთვის დღეს ვაკეთებ. გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ კიდევ ერთი დიეტა, რომელიც ასევე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და კარგია: ორი დღე უნდა მირთვათ მოხარშული წიწიბურა ყველაფრის გარეშე, შემდეგი ორი დღე - მოხარშული ბრინჯი, ესეც ყველაფერის გარეშე.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება