არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ გამართულ არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეთა 80%-ზე მეტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. "ბიბისის" ინფორმაციით, რეფერენდუმის მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვებზე - გსურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს სახელმწიფო? გსურთ თუ არა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი? კატალონიის ვიცე-პრეზიდენტის ხოანა ორტეგას განცხადებით, ორივე შეკითხვას დადებითად უპასუხა რეფერენდუმში მონაწილეთა 80,72%-მა, რაც 1 649 239 მილიონ ადამიანს შეადგენს. ესპანეთის შემადგენლობაში კატალონიის სახელმწიფოს არსებობას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 10%-მა, რომელთაც უარყოფითი პასუხი დააფიქსირეს კატალონიის დამოუკიდებლობაზე დასმულ კითხვაზე, 4,5%-მა კი ორივე შეკითხვას უარყოფითად უპასუხა.

კატალონიის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეობა 2 250 000 ადამიანმა მიიღო. კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი კვირას, 9 ნოემბერს გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა