CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

ამერიკული ტელეკომპანია CNN რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტს. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, Time Warner Inc.-ის კუთვნილმა საკაბელო არხმა მაუწყებლობის გათიშვის გადაწყვეტილება რუსეთში მიღებული ახალი კანონის შემდეგ მიიღო, რომლის თანახმად მედია კომპანიების უცხოელ მფლობელებს რუსეთში ლიმიტები დაუწესდათ.

"Turner Internationl განიხილავს რუსეთში CNN-ის გავრცელების ალტერნატიულ ვარიანტს, ქვეყანაში მედიის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ბოლო დროინდელი ცვლილებების შესაბამისად. მანამდე კი, ჩვენ ვასრულებთ არსებულ ურთიერთობებს დისტრიბუციის სფეროში", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გასულ თვეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად რუსულ მედიასაშუალებებში უცხოელი მფლობელების წილი 2016 წლის ბოლოსთვის 20%-მდე უნდა შემცირდეს. CNN-ის ცნობით, რუსეთში მაუწყებლობას 2014 წლის 31 დეკემბრისთვის შეწყვეტს. რუსეთში ამერიკული ტელეკომპანიის წარმომადგენლობა 1983 წელს გაიხსნა. CNN 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა