ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ

ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ერთმანეთს არაოფიციალურად შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოელაპარაკნენ. "ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ობამამ რამდენჯერმე გამოიყენეს სამიტის მუშაობისას გამოცხადებული პაუზა და ერთმანეთთან საუბრისას ისეთ საკითხებს შეეხნენ, როგორიც არის ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში, სირიასა და ირანში შექმნილი ვითარება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა