''ჩანთაში ნაპოვნი პრეზერვატივის გამო შეიძლება, ოჯახი დამენგრეს...''

''ჩანთაში ნაპოვნი პრეზერვატივის გამო შეიძლება, ოჯახი დამენგრეს...''

ალბათ, რთულია დაიჯერო, რომ ეს ამბავი დედაქალაქში მოხდა და მსხვერპლი 30 წლის გოგონაა, მაგრამ დედამთილის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია საქართველოში...

სვეტა:

- მე და გია კლასელები ვიყავით და ლამის პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ დედამისი ჩვენი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ბებია რუსი მყავდა და გიას დედა ამბობდა, არ მინდა, რუსული გენების რძალი ჩემს სახლში შემოვიდესო. სკოლის დამთავრებამდე ერთმანეთს დავშორდით, გია მეცხრე კლასიდან გავიდა და მე სწავლა გავაგრძელე. დავამთავრე უნივერსიტეტი და ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობა დავიწყე.

- ეს წლები გია აღარ გამოჩენილა?

- არა. ერთხელ ჩემი კლასელი ბიჭი შემხვდა და მითხრა, გიას ისევ უყვარხარ, ბიჭებმა ვიქეიფეთ და რომ დალია, დედამისზე ჩხუბობდა, მან დამინგრია ცხოვრებაო. ჩემთანაც არავინ გამოჩენილა, რამდენიმე თაყვანისმცემელს შევხვდი, მაგრამ ყველასთან პირველი პაემნით დამთავრდა ურთიერთობა. ერთ დღეს სამსახურიდან გამოსულს გია დამხვდა. ძლივს ვიცანი, ძალიან გაზრდილიყო, 25 წლის ზრდასრული მამაკაცი მიყურებდა. მუხლებში ჩამივარდა და მეხვეწებოდა, ახლა არ უნდა მიმატოვო, თორემ მართლა დავიღუპებიო.

- პრობლემები ჰქონდა?

- არა, უბრალოდ მთხოვა, რომ ცოლად რაც შეიძლება მალე გავყოლოდი. დისტრიბუტორად მუშაობდა. დაბალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ წვალობდა და ქუჩაში უსაქმურად არ იდგა. დედამისი შედარებით კარგად შემხვდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ერთადერთი ბიჭი არ დაეკარგა. მოკლედ, სამ თვეში პატარა ქორწილი გადავიხადეთ და გიას ცოლი გავხდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება