გაერო-ს უშიშროების საბჭო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის თაობაზე საგანგებო სხდომას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სხდომა ღია იქნება და აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ სხდომაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი 15 ქვეყნის წარმომადგენლები გამოვლენ. უკრაინული მედიის ცნობით, გაერო-ს უშიშროების საბჭო აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას განიხილავს, სადაც მიუხედავად მინსკში დადებული შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, კვლავ გრძელდება საბრძოლო მოქმედებები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა