პოლონეთში პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებისას 50 ადამიანი დაშავდა

პოლონეთში პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებისას 50 ადამიანი დაშავდა

სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა ვარშავაში, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ნაციონალურ მარშზე, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. "ბიბისის" ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიღბიანების ერთმა ჯგუფმა პოლიციას ქვები და ფილები დაუშინა. პოლიციამ ასობით დემონსტრანტის დასაშლელად კი წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 300-მდე ადამიანია დაკავებული. უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ნაციონალური მარშის დროს სამართალდამცავებსა და მარშის მონაწილეებს შორის შეტაკებები ხდება. გასულ წელს, დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა რუსეთის საელჩოზე თავდასხმა სცადა. 11 ნოემბერს პოლონეთი დამოუკიდებლობის აღდგენას აღნიშნავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა