სისტემა იგივე იყო ნაციონალების დროს, მართლა ტეხავს - რეპერ ძვალის რჩევა მთავრობას

სისტემა იგივე იყო ნაციონალების დროს, მართლა ტეხავს - რეპერ ძვალის რჩევა მთავრობას

რეპერი ძვალი (აჩიკო ვანიშვილი) მთავრობას მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლას ურჩევს.

"ჩემი აზრი

მოკლედ ისტორია ასეთია 2012 წელს ხალხმა დიდი ოცნებით მოიყვანა საქართველოს მთავრობაში ფრაქცია "ქართული ოცნება" 54 პროცენტით, თუ არ ვცდები. 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ხალხს რო ეგონა მთლად ისეც ვერ ყოფილა საქმე, თან ამ ყველაფერთან ერთად ამ ციხეს შიგნიდან შეეტყო ბრზარები - კონფლიქტი ალასანიასთან, კიდევ რაღაც-რაღაცები, შიდა დაპირისპირებები და ასე შემდეგ. არაფერი პოლიტუკური, უბრალოდ კარგი რჩევა მინდა მივცე ამ გუნდს. აი მოსაწევზე რო მოეშვათ, არ ვითხოვ არც დეკრიმინალიზაციას და მითუმეტეს არც ლეგალიზაციას, უბრალოდ 2 კვირის წინ მოწეული ჰქონდა ადამიანს, დღეს რო არ დაიჭიროთ და 500 და უფრო ცუდი კიდე 2000 ლარიანი ჯარიმები და სისხლის სამართლის კოდექსებით რომ არ ასამართლოთ, უბრალოდ დამოკიდებულება რომ შეცვალოთ და გქონდეთ ისეთივე დამოკიდებულება, როგორც ყველგანაა. უბრალო არანაირი ზიანის მომტანი ბალახის გამო ცხოვრება რო არ გაუმწაროთ ხალხს და აღარ სდიოთ და დაიჭიროთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ხალხის გულს მოიგებთ. მე არ ვიდზახი ბარიგებს თავი დაანებეთ და ასე შენდეგ, ხვდებით ალბათ, უბრალოდ მითხარით, რომელ ქვეყანაში ხდება ასე, როგორც ჩვენთან და კი ბატონო ჩამოახრჩეთ მერე, თუ გინდათ, კარგით რააა. რა წესია, უბრალოდ მოეშვით ცოტა ამ საკითხში და დარწმუნებული ვარ თქვენი რეიტინგი საგრძნობლად აიწევს, ეს თქვენც იცით, რატომ არ აკეთებთ, ვერ ვხვდები. სისტემა იგივე იყო "ნაციანალური მოძრაობის" დროს, ეს კველაფერი და ეზიზღებოდა ხალხს, ყველას, ამის გამო. ნუ აკეთებთ იგივეს, სასაცილოა უბრალოდ, მართლა სასაცილო და სატირალია ერთად მოიგეთ ხალხის გული, გაზარდეთ თქვენი რეიტინგი და ნუ ამწარებთ ხალხს. აქაც ქონდეს ამ საკითხს ის სახე, როგორც ყველა იმ ქვეყანაში, საითაც საქართველოს აქვს გეზი აღებული, ნუ იქნებით განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულები, სასაცილოა მართლაა...

პარლამენტო, ყველა მინისტრო, მთავარო მინისტრო, მართლა ტეხავს, სასაცილოა, ასე არ შეიძლება. რატომ ხდება მარტო აქ ასე, შეგიძლიათ მიპასუხოთ?", - წერს რეპერი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება