გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკრაინასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს, - ამის შესახებ "ფრანს-პრესი" დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას საბჭოს 15 წევრი, მათ შორის უკრაინის წარმომადგენელი დაესწრება.

საგანგებო სხდომა ამერიკული მხარის მოთხოვნით გაიმართება ნატოს მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა უკრაინაში. კერძოდ, "ბი-ბი-სის" ცნობით, ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა რუსეთის სამხედრო ტექნიკა - ტანკები, არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ქვეითი ჯარი. ბრიდლავს არ დაუკონკრეტებია, ტექნიკის რა რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნა, რომ ნატოს მონაცემები ეუთოს დამკვირვებელთა ინფორმაციას ემთხვევა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს კატეგორიულად უარყო უკრაინაში რუსეთის სამხედროებისა და ტექნიკის შესვლის ფაქტი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა