კვენტინ ტარანტინო კინოდან მიდის

კვენტინ ტარანტინო კინოდან მიდის

პოპულარული ამერიკელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო კინემატოგრაფის მიტოვებას აპირებს, როდესაც მეათე ფილმს გადაიღებს. ცნობილმა რეჟისორმა განაცხადა, რომ კინოინდუსტრიიდან წასვლა სურს: ”მე არ ვთვლი, რომ შენი პროფესიით იქამდე უნდა იმუშაო, სანამ ხვეწნას არ დაგიწყებენ, წადიო. მე მომწონს კინოს მიტოვების იდეა მაშინ, როდესაც შენგან ჯერ კიდევ ბევრს ელიან”, - თქვა კვენტინმა.

რეჟისორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კინოდან წასვლის შემდეგ ყურადღებას წიგნების და სცენარების წერას დაუთმობს და სიბერეს ღირსეულად შეხვდება - ”რეჟისურა ახალგაზრდების პროფესიაა”, - ამბობს ტარანტინო. თუმცა მან ისიც დაამატა, რომ კინოდან წასვლის შემდეგ, შეიძლება მაინც დაბრუნდეს, თუ რაიმე გენიალური იდეა დაებადება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება