ევროპარლამენტმა მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ევროპარლამენტმა მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ევროპარლამენტმა მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, რატიფიცირებას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, ამით კიდევ ერთხელ მოხდა მოლდოვას მკაფიო მხარდაჭერა ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, ევროპარლამენტის დეპუტატებმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს მოლდოვას, რომ აუცილებელია რეფორმების გაძლიერება 2014 წლის ნოემბერის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოაწერეს ხელი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა