დევიდ ქემერონი - უკრაინაში რუსეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გამოიწვევს

დევიდ ქემერონი - უკრაინაში რუსეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გამოიწვევს

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გამოიწვევს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ავსტრალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტის დაწყებამდე განაცხადა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დამოუკიდებლად და თავისუფლად განვითარების საშუალება უნდა მისცეს."თუ რუსეთი უკრაინის თავისუფლებისადმი პოზიტიურ მიდგომას აირჩევს, შესაძლოა ამან სანქციების გაუქმება გამოიწვიოს. თუმცა, თუ რუსეთი განაგრძობს ვითარების გამწვავებას, ამან შესაძლოა სანქციების გაფართოება გამოიწვიოს. ყველაფერი მარტივია", - აღნიშნა დევიდ ქემერონმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯენ ფსაკის ინფორმაციით, აშშ-ი მჭიდრო კონტაქტშია ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს რუსი მაღალჩინოსნების "შავი სიის" გაფართოებას, რომელთაც სანქციები დაუწესდებათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა