"გააგორეს, ბევრი იცოდა... ბენდუს სურათით გამოდით ჟიმჟიმით დაჩაგრული ქალები" - რობერტ სტურუა

"გააგორეს, ბევრი იცოდა... ბენდუს სურათით გამოდით ჟიმჟიმით დაჩაგრული ქალები" - რობერტ სტურუა

განახლება| "რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის" - განრისხებული მღვდელმონაზონის პოსტი

სოციალურ ქსელში არ წყდება გამოხმაურებები კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტზე. კიდევ ერთი ხმაურიანი პოსტი რობერტ სტურუამ დაწერა, რომელიც მიიჩნევს, რომ კახა ბენდუქიძე 15 ნოემბრის აქციის წინ მოკლეს.

Facebook/ რობერტ სტურუა:

"გააგორეს... ბევრი იცოდა... ვინც ბევრი იცის,  მითუმეტეს პოლიტიკაში (და კრიმინალში), ადრე თუ გვიან, გააგორებენ...

სიკვდილის ფორმა კი მეგობრების თათბირზე წყდება.

გააგორეს რევოლუციის წინ, 15 ნოემბრის.

შეეშინდა

ისევ ნგრევა

ისევ გაცემა ფულის

და

გააგორეს...

ჭადრაკი და ზარი?

რა ღრამდ დაგფარათ თურმე

ბოღმის ბალღამმა

გააგორეთ:

"დუ იაქეა!"

თქვენი ნოემბრის "იდები"

იდეებს თქვენსას

და იმედებს

წყალს გაატანენ.

ჩაგეშალათ

თითო ნასროლი ტყვია

თქვენვე განგმირავთ

თითო ნასროლი ჭურვი

თქვენ ახლობლებს

დედებს და შვილებს

გაუგლეჯს გულ-მკერდს

თუმცა

გათხელებულ ტვინს

და სინდისს

ეს არ ადარდებს

"დუ იაქე " დაჯდა...

ბენდუს სურათით გამოდით

ჟიმჟიმით

დაჩაგრული

ქართველი ქალები

წინ დააყენეთ

აგრესიულ ფარად

გამოგადგებათ!

P.S.

"მე შაირი არ მინდოდა.."

P.P.S.

მიდით, მიდით, ნაცისტებო, ვითომ ქართველნო, სამუდამოდ ჩაასვენეთ ქართველების მზე...", - წერს სტურუა.

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს