''ევროვიზიაზე'' ლიზი ჯაფარიძეს ქეთა თოფურიას დედა უგულშემატკივრებს

''ევროვიზიაზე'' ლიზი ჯაფარიძეს ქეთა თოფურიას დედა უგულშემატკივრებს

საბავშვო ''ევროვიზია'' წელს 15 ნოემბერს მალტაში ჩატარდება. საქართველოს ამჯერად 10 წლის ულამაზესი გოგონა ლიზი ჯაფარიძე წარადგენს, სიმღერით ''ბედნიერი დღე'', რომლის ავტორიც გიგა კუხიანიძე გახლავთ. ლიზი დღეს ''რეიტინგის'' სტუმარია. ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

- ლიზი, სიმღერა როდის დაიწყე?

- სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე. ძალიან მიყვარს მუსიკა. თავიდან ძალიან ცოტა ხანს ვიყავი ''ბასტი ბუბუში''. იქ თითქმის არაფერი გამიკეთებია. უფრო გართობა იყო ჩემთვის, თამაში, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. 6 წლის ასაკში ''ბზიკებში'' მოვედი. თავიდან ისე კარგად არ ვმღეროდი, მაგრამ სმენა მქონდა. ადვილი სიმღერებით დავიწყეთ. კარგი პედაგოგები მყავდა. ნელ-ნელა დავიხვეწე.

- ამასობაში გიგამ ბევრი ბავშვი წაიყვანა ''ევროვიზიაზე''. არ გიჩნდებოდა კითხვა, შენ რომ არ მიჰყავდი?

- 4 წლის ვიყავი, პირველად ''ევროვიზიას'' რომ ვუყურე. მაშინ ''ბზიკები'' გამოდიოდნენ. ემოციური გულშემატკივარი ვიყავი, ფაქტობრივად, გაგიჟებული (იცინის), ისე გამიხარდა, რომ მოვიგეთ. ამის მერე მოვედი ''ბზიკების'' სტუდიაში…. კითხვა, რა თქმა უნდა, არ მიჩნდებოდა. არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული. შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. ჟიურის რომ არ მოვწონებოდი, მეორე გასვლაზე უკვე მოჰბეზრდებოდათ ჩემი მოსმენა. ველოდებოდით შესაფერის მომენტს და აი, დადგა ეს დროც. პირველად გავედი კასტინგზე და პირველივე მცდელობაზე გამიმართლა.

- ახლა მზად ხარ, საქართველოს სახელი გაიტანო ''ევროვიზიაზე''?

- ერთი კვირაა, სკოლაში არ დავდივარ, მასწავლებლებიც ხელს მიწყობენ. აფორიაქებული ვარ. არ მინდა, ამხელა დარბაზში შევრცხვე. ბევრი ჩასაფრებული თვალი მიყურებს. ერთი სული აქვთ, ფეხი გადაგიბრუნდეს, რომ მერე ამაზე დაწერონ. იქექებიან, სულ კრიტიკული თვალით გიყურებენ.

- შენი ვიდეორგოლის გამო გულნატკენი მეჩვენები, უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა?

- კი, ნახევარზე მეტი ცუდი კომენტარი წავიკითხე. ჩემთვის ყველა კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია. გულს მტკენს, როცა ამბობენ, რას ჰგავსო, დაბერებული სახე აქვსო. ეს ადამიანები ამით საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას, მე ვერაფერს დამაკლებენ, უბრალოდ, გულს მტკენენ. ასე მგონია, არ ვიმსახურებ.

- ლიზი, არაქართული აქცენტი გაქვს, თითქოს უკრაინული…...

- დედაჩემის ბებია იყო უკრაინელი. ნახევრად რუსია ჩემი ბაბუა, მამაჩემის მამა. რამდენიმე თვე საბერძნეთში მომიწია ცხოვრებამ. ალბათ, ამანაც იქონია გავლენა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება