3 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტების შესახებ

3 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტების შესახებ

ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ახალი სერიალი ''ნიუსრუმი'', რომელიც, სახელწოდებიდან გამომდინარე, ძნელი არ არის მიხვედრა, ჟურნალისტების მუშაობას ასახავს. ზოგადად, ეს თემა კინემატოგრაფში საკმაოდ პოპულარულია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ 3 საუკეთესო ფილმი ჩვენი კოლეგების შესახებ.

''პრეზიდენტის მთელი ამალა ''- 1976 წ.

უილიამ გოლდმანის სცენარი დაეყრდნო 1974 წელს გამოცემულ იმავე სახელწოდების წიგნს, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნებოდა. კერძოდ, ''უოტერ გეიტის სკანდალს'', რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის თანამდებობა შეიწირა, მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი კი დააპატიმრეს.

1972 წლის 17 ივნისს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ხუთი აქტივისტი უოტერგეიტის კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბბინაში შეღწევის მცდელობისას დააპატიმრეს. გაზეთ ''ვაშინგტონ პოსტის'' კორესპონდენტების კარლ ბერნსტეინისა და ბობ ვუდვორდის ჟურნალისტური გამოიძიების მიხედვით დადგინდა, რომ ნიქსონი თავისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. წიგნის საავტორო უფლებები რობერტ რედფორდმა 450 000 დოლარად შეიძინა და ერთ-ერთი მთავარი როლიც განასახიერა დასტინ ჰოფმანთან ერთად. ფილმს არნახული წარმატება ხვდა წილად და ნომინირებული იყო ''ოსკარის'' რვა ნომინაციაზე, რომლიდანაც სამი დაისაკუთრა.

''გულთან ახლოს'' - 1996 წ.

ამერიკული რომანტიკული დრამა ამ სახელწოდებით, რობერტ რედფორდისა და მიშელ პფაიფერის მონაწილეობით, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. მიშელის პერსონაჟი, სალი ეტვოტერი, ჟურნალისტის კარიერაზე ოცნებობს და შეხვდება პროდიუსერს, რედფორდის გმირს, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერას თავდაყირა დააყენებს.

ფილმს საფუძვლად ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ჯესიკა სავიჩის რეალური ისტორია დაედო, თუმცა პროდიუსერებმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს და კორექტივებიც შეიტანეს, რათა ფილმი უფრო კომერციული გამოსულიყო. სხვათა შორის, ''გულთან ახლოს'' ერთი ''ოსკარითაც'' არის დაჯილდოებული, საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის სელინ დიონის შესრულებას მიენიჭა ''ოქროს კაცუნა''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება