ქეით მიდლტონის შიშველი პორტრეტი (+ ფოტო)

ქეით მიდლტონის შიშველი პორტრეტი (+ ფოტო)

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ამერიკელი მხატვრის მუზა გახდა. 29 წლის გრაფიტმა მხატვარმა, რომელიც ”პეგასის” სახელითაა ცნობილი, შიშველი და ფეხმძიმე დახატა პრინც უილიამის მეუღლე. ინტიმური გრაფიტი გალერეა Faith inc.-ს კედელზე გამოჩნდა ლონდონის სამხრეთით.

ფეხმძიმე ქეით მიდლტონი სრულიად შიშველია გამოსახული. ინტიმური ადგილები ხელით აქვს დაფარული, მის მუცელზე კი მინიატურული გვირგვინია მიხატული. მხატვარმა თავის შემოქმედებას სერიალ ”სატახტო თამაშების” ლოგოც დაურთო.

”ეს ნახატი მხოლოდ გუშინ შეიქმნა, მე კი უკვე ორი შემოთავაზება მივიღე მისი შესყიდვის შესახებ”, - განუცხადა ჟურნალისტებს გალერეის მფლობელმა.

შეგახსენებთ, ამჟამად ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მეორე შვილს ელოდებიან.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება