გასული დღე-ღამის განმავლობაში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

7 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 10 დაიჭრა გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკების" მიერ უკრაინის სამთავრობო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "ბოევიკებმა" 62-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უკრაინული მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის სამხრეთით ამ დროისთვის სტაბილური ვითარებაა და უამინდობის გამო "ბოევიკები" ვერ იყენებენ უპილოტო აპარატებს. გაერო-ს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 100-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 10 ათასამდე გაიზარდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა