პენტაგონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს

პენტაგონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა.

პენტაგონის მეთაურის თქმით, ამის განხორციელება აუცილებელია, რათა არ დაიკარგოს უპირატესობა ისეთი ქვეყნების ჯარების წინაშე, როგორებიც არის რუსეთი და ჩინეთი.

ჰეიგელმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო მიზნებისთვის რობოტებისა და მიკროელექტრონიკის განვითარებაზე. ახალი თავდაცვითი ინოვაციების ინიციატივების ფარგლებში პენტაგონი აპირებს, მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტებსა და მეწარმეებს მიმართოს.

ამერიკის თავდაცვის მდივანს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის თანხების დახარჯვა იგეგმება მოდერნიზაციისთვის. მისი თქმით, ელოდება, რომ მოდერნიზაციის გეგმებმა ტექნოლოგიურ სფეროში დიდი ნახტომი განახორციელოს, როგორც, მისი თქმით, ეს 1950 წელს ატომური იარაღის შექმნისას მოხდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა