რუსეთმა თავისი ტერიტორიიდან პოლონელი დიპლომატები გააძევა

რუსეთმა თავისი ტერიტორიიდან პოლონელი დიპლომატები გააძევა

რუსეთმა თავისი ტერიტორიიდან პოლონელი დიპლომატები გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , დიპლომატები თავიანთ სტატუსთან შეუფერებელი საქმიანობის გამო გააძევეს. ამასთან, ეს მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი იყო პოლონეთის მიერ რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით."სამწუხაროდ, პოლონეთის ხელისუფლებამ გადადგა ასეთი არამეგობრული და დაუსაბუთებელი ნაბიჯი. ამასთან დაკავშირებით, რუსეთმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღო და რამდენიმე პოლონელმა დიპლომატმა უკვე დატოვა ჩვენი ქვეყანა მათ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობის გამო", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის განცხადებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა