პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა. როგორც პუტინმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა, დასავლეთის რეაქცია ყირიმის რუსეთთან მიერთებაზე არაადეკვატური იყო. "როდესაც ვისმენთ პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, ეს გაკვირვების გარდა არაფერს იწვევს. რუსეთს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს რუსული არმიის როლი ყირიმის შემოერთების პროცესში. პირდაპირ ვაცხადებ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყირიმში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბლოკირებას ახდენდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმესთვის ხმის მიცემა გვეიძულებინა, არამედ იმიტომ, რომ სისხლისღვრა არ დაგვეშვა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი პასუხისმგებელია იმ ქმედებების გამო, რომლებიც ცივი ომის პერიოდს გვახსენებს. "2001 წლიდან ნატოს გაფართოების ორი ტალღა იყო. ეს არსობრივად ცვლის გეოპოლიტიკურ სივრცეს. გარდა ამისა, იზრდება ბაზების ოდენობა. განა რუსული ბაზები მთელს მსოფლიოშია მოფენილი?! არა, ეს ნატოს, ამერიკის ბაზებია ყველგან, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან ახლოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა