იდუმალი ფრანგი ლამაზმანი ევა გრინი - დაუცხრომელი ტემპერამენტით, პარიზული განუმეორებელი სტილითა და ღრმა მზერით. პირველად მსოფლიომ მის შესახებ 2003 წელს შეიტყო, როცა შედგა პრემიერა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმისა "მეოცნებენი".
შემდეგ იყო ევას ბრწყინვალე გამოსვლა ბონდის გოგონას როლში ფილმიდან "კაზინო როიალი".
ამას მოჰყვა სარეკლამო კამპანიები ცნობილი სამოდელო სახლებისა და პარფიუმერიული ბრენდებისთვის, რამაც საბოლოოდ დაუმკვიდრა საბედისწერო გულთამპყრობლის სახელი.
Adami.ge წარმოგიდგენთ ევა გრინის ყველაზე სექსუალურ 7 კინოროლს, მამაკაცების გამოცემა "GQ"-ს ვერსიით.