სერგეი ლავროვი - არ ვაპირებთ დასავლეთს ვეხვეწოთ, სანქციები მოხსნას

სერგეი ლავროვი - არ ვაპირებთ დასავლეთს ვეხვეწოთ, სანქციები მოხსნას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს დასავლეთის ქვეყნებს ეხვეწოს, დაწესებული სანქციები მოხსნას. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ბელორუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სანქციები არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, თუმცა, არ ვაპირებთ დასავლეთის ქვეყნებს ვეხვეწოთ სანქციები მოგვიხსნან, რაზეც პირიოდულად თვითონ მიგვანიშნებენ. გვეუბნებიან, მოდი შევათანხმოთ ზოგიერთი კრიტერიუმი, ჩვენ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ და სამაგიეროდ ჩვენ მოგიხსნით სანქციებს. ჩვენ ასეთ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებთ", - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის "საღი განცხადებები" და მოწოდებებიც, რომ მომხდარიდან გაკვეთილები უნდა იქნას გამოტანილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა