ნიუ-იორკში უეცრად წამოსულ თოვლს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში უეცრად წამოსულ თოვლს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკის შტატი ორი მეტრის სიმაღლის თოვლმა დაფარა, რის გამოც ქალაქი ბუფალო თოვლის საფარის ქვეშ აღმოჩნდა. უეცარმა დიდთოვლობამ უკვე ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შექმნილი სიტუაციის გამო, გადაკეტილია შტატის მთავარი გზატკეცლის 170 კილომეტრიანი მონაკვეთი. ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, დიდთოვლობა ქალაქში ოთხშაბათამდე შენარჩუნდება, თოვლის საფარმა შეიძლება კიდევ 60 სანტიმეტრით მოიმატოს. პოლიციელები საცობებში დარჩენილ მძღოლებს პლედებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს ურიგებენ.

"ურთულესი სიტუაციაა. ეს ალბათ ყველაზე საშინელი რამაა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში გვინახავს", - განაცხადა ბუფალოს მერმა ბაირონ ბრაუნმა.

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა