ჰონგ კონგში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ჰონგ კონგში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ჰონგ კონგში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება სამართალდამცავების მიერ ქალაქის ცენტრში მომიტინგეთა ბანაკის ერთი ნაწილის დაშლიდან რამდენიმე საათში დაიწყო. დემონსტრანტების მცირე ჯგუფი საკანონმდებლო საბჭოს შენობაში შეიჭრა. მათ შენობის მინები ჩაამსხვრიეს. სპეცრაზმმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ინციდენტის შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა ოთხი ახალგაზრდა დააკავეს. ჰონგ კონგში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები 26 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მათი მოთხოვნაა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევის უფლება მიეცეთ. ოფიციალური პეკინი დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ ამ უფლებით ისინი 2017 წლიდან ისარგებლებენ, რაც ჰონგ კონგელი დემონსტრანტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა