მეცნიერები მთვარეზე გაფრენის პროგრამას შემოწირულობების საშუალებით გეგმავენ

მეცნიერები მთვარეზე გაფრენის პროგრამას შემოწირულობების საშუალებით გეგმავენ

ბრიტანელი მეცნიერების და მეწარმეების ჯგუფი აპირებს ყველაზე ამბიციური პროექტი შექმნას, რომელსაც ხალხი დააფინანსებს. პროექტი მიზნად მთვარეზე დაშვებისთვის საჭირო სახსრების შეგროვებას ისახავს.

ისინი ფიქრობენ, რომ 10 წელიწადში შეაგროვებენ საკმარის თანხას, რათა შექმნან და გაუშვან კოსმოსური ხომალდი, რომელიც არა მხოლოდ დაეშვება მთვარეზე, არამედ მის ზედაპირსაც გაბურღავს. მათ სურთ დროის კაფსულის დამარხვა, რომელშიც ციფრული დეტალები და მათი სისხლის დეენემი იქნება თავმოყრილი, ვინც ფულს შეწირავს პროექტს. ამ ყველაფრის შემდეგ, პერმანენტულად დაფუძნდება ბაზა მთვარის სამხრეთ ნაწილზე.

პროექტის დასაწყებად საჭიროა შემოწირულობა 600 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით. საბოლოოდ კი პროექტის განსახორციელებლად სამი მილიარდი ფუნტი იქნება საჭირო. ჯგუფს წამს, რომ 2017 წლისთვის გაშვების თარიღი და მისიის საბოლოო ღირებულება გარკვეული იქნება. შემდეგ წელს დაიწყება ხომალდის მშენებლობა. 2024 წელს კი ხომალდი კოსმოსში გაფრინდება.

პროექტის დეტალური გეგმა ასეთია:

2014 წლის 19 ნოემბერი

იწყება შემოწირულობების მიღება. საწყისი მიზანია 950 000 ფუნტი სტერლინგი. ამავე წლის 17 დეკემბერს შემოწირულობების მიღება სრულდება და გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა პროექტი.

2015 წელი

იქმნება სამუშაო ჯგუფი და მთვარის მისიის კლუბი. იწყება დეტალური დაგეგმარება და რისკების შეფასება. 2016 წელს იწყება ძლიერი რეკლამირება.

2017 წელი

მისიის მთავარი კონტრაქტი დგება: ცხადი ხდება მისიის საბოლოო ღირებულება, გეგმა და ვადა. 2018 წელს იწყება ხომალდის ტექნოლოგიური დიზაინის შექმნა.

2019 წელი

იწყება გლობალური მარკეტინგული კამპანია. 2020 წელს შეიქმნება დასაფრენი და მბურღავი ტექნოლოგიები და მოხდება მათი ტესტირება.

2021 წელი

ხომალდის სრული დიზაინი დასრულდება. პროექტი საფინალო ფაზაში შედის. 2022 წელს იწყება ხომალდის კომპონენტების ტესტირება და უკანასკნელი სარეკლამო კამპანია ჩაეშვება.

2023 წელი

ხომალდის პერსონალის დამტკიცება, მოლაპარაკებები და საფინალო ტესტირება. 2024 წელს მისია იწყება და ხომალდი მთვარეზე მიემართება. მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა