"ერთი მოვწიოთ და მერე..." - ანა მარგველაშვილის საყვარელი სიმღერა მარიხუანაზე

"ერთი მოვწიოთ და მერე..." - ანა მარგველაშვილის საყვარელი სიმღერა მარიხუანაზე

"მოდი ჩემთან რა, კიდევ მომეფერე,/ კიდევ ერთი მოვწიოთ და მერე", - ეს რეპერ მასტერის რეპტრეკია, რომელიც დიდი ხნის წინ შექმნა, მაგრამ სიმღერა წელს, მაისში გამოვიდა - მასტერი ამ სიმღერით მარიხუანას დეკრიმინალიზაციას გამოეხმაურა. მაშინ ამბობდა კიდეც, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, ჯობია, რაღაც განსაზღვრული ჯარიმა გადაახდევინონ და ამის გამო ციხეში გაშვება არ ღირსო.

რეპერს ბევრი ფანი ჰყავს, როგორც ჩანს, მათ გემოვნებას აკმაყოფილებს. ცოტა ხნის წინ კი მასტერის აღნიშნულ სიმღერაზე, მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა - ანა მარგველაშვილმა დატოვა: "ჩემი საყვარელი სიმღერაა ეს". კომენტარს გაოცებული მასტერი გამოეხმაურა: "მეჩვენება თუ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა დააკომენტარა ჩემს მაღლა?"

კომენტარი მასტერს (გიორგი პავლიაშვილს) ვთხოვეთ, ვინაიდან ანა მარგველაშვილთან დაკავშირება შეუძლებელია, მაგრამ საუბარი არც რეპერმა ისურვა.

"ნახე, მე შენ ერთი ლექსი დაგიწერე,

ჩუმად, არ გაგვიგონ, თორემ დაგვიჭერენ.

მოდი, ჩემთან რა, კიდევ მომეფერე,

კიდევ ერთი მოვწიოთ და მერე...", - ეს არის ნაწყვეტი სიმღერიდან, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილს მოსწონს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი მოსაზრება რეპერისას ემთხვევა და ანა მარგველაშვილიც მხარს უჭერს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება