ირაკლი ფირცხალავა: ''მინდა, ყოფილი მეუღლე ბედნიერი იყოს...''

ირაკლი ფირცხალავა: ''მინდა, ყოფილი მეუღლე ბედნიერი იყოს...''

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა რუსეთში დაიბადა. წარმოშობით აფხაზეთიდანაა, სადაც მხოლოდ რამდენჯერმეა ნამყოფი. ქართული მოსკოვში დამოუკიდებლად, მარტომ ისწავლა. როგორც კი დროს გამონახავს, საქართველოში ჩამოდის და ამ დროს ყოველთვის პატრიარქს ხვდება. ასე მოხდა ამჯერადაც. ილია მეორის კურთხევით, უახლოეს მომავალში ქართველ წმინდანებზე ფილმის გადაღებას გეგმავს. საქართველოში რუსულ ესტრადას მაინცდამაინც არ ვწყალობთ, მაგრამ ირაკლი მაინც ძალიან ბევრს უყვარს. პირველ რიგში კი, ალბათ იმიტომ, რომ ის მოსკოვშიც ქართველობს და ამის არ ეშინია.

ირაკლი კლიპის გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენთან საუბრისთვისაც გამონახა დრო.

- ირაკლი, რატომ გადაწყვიტე მორიგი კლიპის საქართველოში გადაღება?

- სიმღერის სახელწოდებაა ''თოვლი''. კლიპში აუცილებლად უნდა ყოფილიყო თოვლი და მთები. ვიფიქრე, რატომ უნდა წავიდე ალპებში ან ჩრდილოეთ კავკასიაში, როდესაც არსებობს საყვარელი საქართველო. ვიფიქრე, საქართველოში ჩამოვსულიყავი და სასიამოვნო დასვენება და მუშაობა ერთად მომეხერხებინა. გამოჩნდა რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, რომელმაც კლიპის გადაღება შემომთავაზა. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია და დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვა.

- როგორც გავიგე, კლიპში ბოლოს მეტეორზე როიალი უნდა აფეთქდეს.

- არ მიყვარს წინასწარ იმაზე ლაპარაკი, რა იქნება კლიპში.

- არ გეშინია, ძალიან მაღლა რომ მოგიწევს ასვლა და აფეთქების ადგილას ყოფნა?

- ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მივიღებ, ამიტომ არ მეშინია.

- უკვე მეორე კლიპს იღებ საქართველოში. კიდევ რაიმე გეგმა თუ უკავშირდება შენს სამშობლოს?

- იმედი მაქვს, რომ კონცერტი ძალიან მალე გაიმართება. არ ვიცი, ეს როგორი ფორმით მოხდება. თბილისში დიდი ხანია, კონცერტი არ მქონია. უკვე ძალიან მომენატრა ჩემი თაყვანისმცემლები საქართველოში. იმედია, საქართველოში კიდევ ბევრი კარგი იდეის განხორციელებას შევძლებ.

- როგორც ვიცი, ორმაგი, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა გაქვს. ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

- ამაზე საუბარი არ მინდა. ეს ჩემთვის გავაკეთე და არა იმისთვის, რომ მერე ინტერვიუებში მომეყოლა.

- შენს პირად ცხოვრებაზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ხშირად წერენ. გავრცელდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მეუღლეს დაშორდი. შეგიძლია, გულახდილად გვიამბო ამ ყველაფერზე? …

- თუ რატომ დავშორდით, ეს ჩვენ ორს გვეხება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება