დასახელდა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი (+ ფოტოგალერეა)

დასახელდა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი (+ ფოტოგალერეა)

ფილმ ”თორის” ვარსკვლავი კრის ჰემსვორტი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს. 31 წლის ავსტრალიელი მსახიობი ჟურნალ ”ფიფლის” ყოველწლიური რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა.

ჰემსვორტს სასაცილოდ ეჩვენება ამ ტიტულის მისთვის მინიჭება. როგორც მსახიობმა იხუმრა, ახლა მას შეუძლია მთელი ორი კვირა არ გარეცხოს ჭურჭელი, ბავშვებს არ გამოუცვალოს საფენები და ცოლს განუცხადოს, რომ ამ ყველაფერზე მაღლა დგას.

კრისს და მის მეუღლეს ელზა პატაკის ორი წლის ქალიშვილი ჰყავთ, პატაკი კი ამჟამად ფეხმძიმობის მერვე თვეშია, ის ტყუპს ელოდება.

წინა წელს ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტული ამერიკული ჯგუფის, ”მარუნ 5”-ს სოლისტმა, ადამ ლევინმა მოიპოვა. ორი წლის წინ კი სიის სათავეში ჩანინ ტატუმი იდგა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება