თათული ედიშერაშვილი კრიმინალად აქციეს - მსახიობის ახალი ამპლუა

თათული ედიშერაშვილი კრიმინალად აქციეს - მსახიობის ახალი ამპლუა

რეზო კლდიაშვილის პიესა "იმერული რეკვიემი" სპეციალურად ახმეტელის თეატრისთვის დაიწერა. ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. 9 მსახიობი მონაწილეობს. მთავარ როლს თათული ედიშერაშვილი თამაშობს.

ირაკლი გოგია:

- ერთადერთი მთავარი სათქმელი ჩვენი საზოგადოება და მისი დღევანდელი პრობლემებია. როცა მეკითხებიან, - პიესა რაზეა? მოკლედ ვპასუხობ, დრამატურგის ფორმულირებით - "ჩვენზეა"...

- მთავარ როლში მსახიობი თათული ედიშერაშვილია, რომელიც მასობრივად ცნობილი კომედიური სერიალით გახდა. ამჯერად როგორ გაართვა თავი ამოცანას?

- თათული ძალიან საინტერესო მსახიობია და მიმაჩნდა, რომ სერიალში არ ჩანდა მისი მთლიანი მასშტაბი და აქედან გამომდინარე, შევეცადეთ, ზუსტად მისი ის მხარე აგვეთვისებინა, რაც მეტად საინტერესო იყო.

- როგორი ქალის ტიპაჟი შექმნა?

- მებრძოლი, კრიმინალი... მოკლედ, ძველი კრიმინალია, ოღონდ, ამ ყველაფერს კომედიურ ხასიათში წარმოვადგენთ. არადა, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი...

- სპექტაკლი ''ჩვენზე'' კი არისო, მაგრამ მთავარი მესიჯი მაინც რა არის?

- ჩვენი არანორმირებული ნორმები, რომელიც უკვე ცხოვრების ნორმებად იქცა..

- ამ "ნორმებიდან" რა გაღიზიანებთ?

- სპექტაკლში მოქმედება სპეციალურად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდის, ანუ დღეს უკვე ძნელი გასარჩევია, ვინ ვინ არის... საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა. ვაფასებთ, ვსვამთ კითხვებს და მათგან ზოგიერთს ვპასუხობთ კიდეც.

- პასუხი რა არის?

- ფინალი, სადაც ყველა პერსონაჟი საბოლოოდ ხელს ჩაიქნევს.

- პესიმისტი ხართ?

- არა, მაგრამ პერსონაჟებმა სხვა საშუალება არ მოგვცეს და ასე გადავწყვიტეთ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება