ლონდონში სტუდენტების მრავალათასიანი აქციის 11 მონაწილე დააკავეს

ლონდონში სტუდენტების მრავალათასიანი აქციის 11 მონაწილე დააკავეს

ლონდონში სტუდენტების მრავალათასიანი აქციის 11 მონაწილე დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, სტუდენტები განათლების ბიუჯეტის შემცირებას, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ფასიან სწავლებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებს ხელში სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ, მათ შორის: "უფასო განათლება!"

სტუდენტების განცხადებით, ფასიანი სწავლის პირობებში სტუდენტების მესამედს დიდი რაოდენობით ვალები უგროვდებათ, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი მსვლელობის შემდეგ პარლამენტის წინ მოედანზე შეიკრიბა და მიტინგი გამართეს, სადაც მათ მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. დემონტრანტების ნაწილმა კი ლონდონის სხვადასხვა რაიონებში გადაინაცვლა, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებას. სტუდენტების ნაწილი კაფე "სტარბაქსში" შეიჭრა.

როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, სამართალდამცავების მიმართულებით დემონსტრანტები სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. ინციდენტების შედეგად 3 პოლიციელია დაშავებული. სტუდენტების აქციის ორგანიზატორის, აარონ კილის განცხადებით, დღევანდელი მარში არის იმ დიდი აქციების ტალღის დასაწყისი, რომელსაც სტუდენტები გეგმავენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა