ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს

შარშან ის გავლენიანი ფრანგული მოდის სახლის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა. ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე ქალის ტანისამოსის ხაზს ხელმძღვანელობს, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში 55-ზე მეტი მაღაზია აქვს.

დევიდი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების, მომღერლების, მსახიობებისა თუ მოდელების ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც მის შეკერილ სამოსს ატარებენ. მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. დევიდ კომას პროდუქციის მომხმარებლებს შორის არიან: ევა ლონგორია, ჯენიფერ ლოურენსი, მეგან ფოქსი, კერი ვაშინგტონი, ემილი ბლანტი, ჯენიფერ ლოპესი, ჯესიკა ბილი, მირანდა კერი, გვინეტ პელტროუ, კამერონ დიასი, ლილი კოლინზი, ნაომი კემპბელი, ქეთი მელუა, ბიონსე, ლედი გაგა, რიანა, ელიზაბეტ ბენკსი, ემილი რატაჯკოვსკი და სხვა მრავალი.

კომას მომხმარებლები არიან მოდის კრიტიკოსებიც. თუმცა მისი სახელი საქვეყნოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიონსე MTV-ის ცერემონიალზე კომას კაბით გამოცხადდა.

დავით კომახიძე თბილისში დაიბადა. სახვით ხელოვნებას სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა. თუმცა მის კარიერაში გარდამტეხი ეპიზოდი ლონდონის მოდის კვირეულს უკავშირდება. მისი კოლექციით აღფრთოვანდნენ ცნობილი ბაიერები და მოდის კრიტიკოსები - არც ფინანსურმა წარმატებამ დააყოვნა და დიზაინერს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა. მის მიერ შექმნილი კოქტეილის კაბები 1500, საღამოს კაბები და პიჯაკები კი საშუალოდ, 900 დოლარი ღირს.

დევიდის რუსი მეუღლე, საშაც დიზაინერია, რომელიც დევიდ კომას ბრენდს კურირებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ვინ არის 5 ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი და რა ღირს მათი ნამუშევრები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება