ვლადიმერ პუტინმა "ფერადი რევოლუციების" თავიდან ასაცილებლად ექსტრემიზმთან ბრძოლის განკარგულება გასცა

ვლადიმერ პუტინმა "ფერადი რევოლუციების" თავიდან ასაცილებლად ექსტრემიზმთან ბრძოლის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე განკარგულება გასცა, გაძლიერდეს ექსტრემიზმთან ბრძოლა, მათ შორის ინტერნეტშიც, იმისთვის, რომ რუსეთში "ფერადი რევოლუცია" არ მოხდეს."ვფიქრობ, არავისთვის არის საჭირო იმის მტკიცება, რამდენად სახიფათოა თავად ექსტრემიზმის ბუნება, რამდენად დამანგრეველია მისი იდეოლოგია, რომელიც არის მოუთმენლობის, ზიზღის გაღვივების და მტრობის იდეოლოგია. ექსტრემიზმი ხელყოფს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ყველა ხედავს, როგორი ტრაგიკული შედეგები მოიტანა "ფერადმა რევოლუციებმა" და როგორ რყევებს განიციდის იმ ქვეყნის ხალხი, რომლებშიც მიმდინარეობდა უპასუხისმგებლო ექსპერიმენტები, ფარული და ზოგჯერ უხეში ჩარევა მათ ცხოვრებაში. "ჩვენთვის ეს გაკვეთილია და გაფრთხილება და ვალდებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მსგავსი არაფერი მოხდეს რუსეთში", - აღნიშნა პუტინმა.

მისი აზრით, აუცილებელია დიდი ყურადღების დათმობა ერთაშორისი და რელიგიათაშორის ურთიერთობებს, ერების თვითმყოფადობას, რომლებიც კონკრეტულ რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობა ახალგაზრდობასთანაც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა