ვერა ბრეჟნევა გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

ვერა ბრეჟნევა გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

ჯგუფ ”ვია გრას” ყოფილი წევრი ვერა ბრეჟნევა გაეროს გაერთიანებულ პროგრამაში, დასავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების კეთილი ნების ელჩი გახდა. მომღერალი მონაწილეობას მიიღებს აივ ინფექციის პროფილაქტიკის კამპანიებში. ბრეჟნევამ თავისი ახალი სტატუსის და მოვალეობების შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

”ჩემთვის დიდი პატივია დასავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს კეთილი ნების ელჩად დანიშვნა. ვგრძნობ, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ბევრი რამის შეცვლას ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში, რომლებიც აივ ინფიცირებულები არიან. მე ბევრ მათგანთან მქონდა ურთიერთობა. ისინი ლამაზი და ძლიერი ქალები არიან, რომლებიც სერიოზული გამოცდის წინაშე დადგნენ, მათ შორის სამედიცინო დაწესებულების დისკრიმინაციის და საკუთარი ოჯახებიდან გარიყვის წინაშეც კი. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება მასზე საუბარია. ჩვენი მიზნია, აღარ არსებობდეს აივ ინფექციით დაავადების შემთხვევები და დისკრიმინაციის ფაქტები ამოიძირკვოს. ყველა ჩვენგანს შეუძლია ამაში წვლილის შეტანა და მე ყველაფერს გავაკეთებ ამ მიზნის მისაღწევად”, - განაცხადა მომღერალმა.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება